News Landing Image 2024 მაზდა CX-90
Mazda North American Operations-მა 2023 წლის მსოფლიო პრემიერამდე დააანონსა 2024 მაზდა CX-90, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, როგორც დატენვადი ჰიბრიდი(PHEV). 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბაზარზე ეს მაზდას პირველი დატენვადი ჰიბრიდი იქნება, იგი შეინარჩუნებს რეაგირების, შესრულებისა და მართვის იმ დინამიკებს რაც ზოგადად მაზდას მანქანებს ახასიათებს. ის მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო გამოცდილებას შესრულებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.

ნებისმიერ ამჟამინდელ მაზდაზე უფრო ფართო, გრძელი და აგრესიული პროპორციებით, CX-90 წარმოადგენს კომპანიის უახლეს ფლაგმანურ მანქანას. ის აგრძელებს Kodo Design-ის ფილოსოფიას ვნებისა და სიზუსტის მეშვეობით მანქანის სხეულში სიცოცხლის შეტანის შესახებ. CX-90-ის თამამ და დინამიურ დიზაინს ხაზს უსვამს მისი ახალი დახვეწილი წითელი ფერიც (Artisan Red), რომელიც სპეციალურად შეიქმნა მაღალი ხარისხისა და მსოფლიო დონის დახვეწის ხაზგასასმელად.
phone number
Loading...