ბრენდის პრიორიტეტიდან გამომდინარე ახალ მოდელში განსაკუთრებული აქცენტი კვლავ მართვის შეგრძნებებზე, გარემოს დაცვასა და უსაფრთხოების მახასიათებლებზე გაკეთდა.
ევროპული სპეციფიკაციის ბაზრისთვის გათვლილი CX-60 მაზდას პირველი Plug in hybrid მოდელია, რომელსაც ელექტრო რესურსით 64 კილომეტრის გავლა შეუძლია. მოდელი აღჭურვილია ოთხ ცილინდრიანი 2.5 ლიტრი მოცულობის ძრავით. მაზდას დილერებმა წიინასწარი შეკვეთები 8 მარტიდან უკვე მიიღეს, მანქანები გაყიდვაში კი 2022 წლის ზაფხულიდან ჩაეშვება.
მაზდა ყოველთვის მომხმარებლების ინტერესებით ხელმძღანელობს - ავტომობილის მართვით მიღებულ შეგრძნებებთან ერთად, მნიშევლოვანია ვიზრუნოთ ეკოლოგიურ მდგმარეობაზე და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბუნება ისეთი, როგორიც გვაქვს.