შეთავაზებით სარგებლობა 1-ლი მარტიდან იქნება შესაძლებელი მაზდას ორ შერჩეულ მოდელზე - CX30 -სა და CX5-ზე.
„თეგეტა ლიზინგის“ შიდა სალიზინგო შეთავაზება მომხმარებლისთვის პროდუქტის შეძენის პროცესს უფრო მოქნილს ხდის და ფინანსური რესურსის კომფორტულად გადანაწილების საშუალებას იძლევა.
ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა გააჩნია.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.