ბრენდის პრიორიტეტიდან გამომდინარე, ახალ მოდელში განსაკუთრებული აქცენტი კვლავ მართვის შეგრძნებებზე, გარემოს დაცვასა და უსაფრთხოების მახასიათებლებზე გაკეთდა.
ევროპულ ბაზარზე გათვლილი CX-60 მაზდას პირველი Plug in hybrid მოდელია, რომელსაც ელექტრორესურსით 64 კილომეტრის გავლა შეუძლია. მოდელი აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.5 ლიტრი მოცულობის ძრავით. მაზდას დილერებმა წინასწარი შეკვეთები 8 მარტიდანვე მიიღეს, მანქანების გაყიდვა კი 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყება.
მაზდა ყოველთვის მომხმარებლების ინტერესებით ხელმძღვანელობს - ავტომობილის მართვით მიღებულ შეგრძნებებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ისეთი ბუნება, როგორიც გვაქვს.