2020 წლის მსოფლიო ავტომობილის დიზაინის პრემია მაზდა 3-მა მოიგო. ბრენდმა მსოფლიო ავტორთა დაჯილდოების (WCA) ერთ-ერთ სპეციალურ კატეგორიაში გაიმარჯვა. მაზდა 3 ბრენდის მეორე ავტომობილია, რომელიც წლის მსოფლიო ავტომობილების დიზაინის ჯილდოს მფლობელი გახდა. 2016 წელს ეს ჯილდო მაზდა MX-5-ს გადაეცა.
WCA 2004 წელს საერთაშორისო საავტომობილო ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ დაარსდა. გამარჯვებულთა გამოვლენას კომპეტენტური ჟიური უზრუნველყოფს. 2020 წელს ჟიურის წევრი 86 ჟურნალისტი 25-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. საბოლოო შედეგი WCA-მ 8 აპრილს ტორონტოში გამოაცხადა.
„კოდოს დიზაინმა“, რომელსაც მაზდა იყენებს, მსოფლიო აღიარება მოიპოვა. იაპონური ესთეტიკის შთაგონებით, მაზდა 3-ის დიზაინის შექმნისას ბრენდმა მინიმალისტური მიდგომით იხელმძღვანელა და მანქანის ფორმები მაქსიმალურად დახვეწა. ზედმეტი ელემენტებისგან განთავისუფლების შედეგად ავტომობილმა მიიღო უნიკალური დიზაინი, რომელიც ქმნის სინათლისა და ჩრდილების დახვეწილ ტალღებს გლუვ ზედაპირზე. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ მაზდა 3-ს აქვს როგორც ჰეჩბექი, ისე სედანის მოდელი, მათ აქვთ მკაფიოდ გამიჯნული ინდივიდუალური სტილი - ჰეჩბექის დიზაინი ემოციურია, სედანი ელეგანტური.
2020 წელს მაზდას ბრენდი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვქმნით ავტომობილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომფორტულ და სასიამოვნო გადაადგილებას. ჩვენ ვიღებთ გამოწვევებს უნიკალური პროდუქტების, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და მომხმარებლების გამოცდილების შესაქმნელად.